თავში

ტრამპის ძმიშვილი, ბიძასთან დისტანცირების მიზნით, გვარის შეცვლას აპირებს

​ტრამპის ძმიშვილი, ბიძასთან დისტანცირების
ტრამპის ძმიშვილი, ბიძასთან დისტანცირების მიზნით, გვარის შეცვლას აპირებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ძმიშვილი მერი ტრამპი გვარის შეცვლას აპირებს. ქალის განცხადებით ეს გადაწვეტილება იმ ნეგატიური ჩრდილის მოსაცილებლად მიიღო, რაც ტრამპის მიერ მიყენებულმა "ზიანმა" გამოწვია.

ექსპრეზიდენტის ძმიშვილი, რომელიც ბიძას საჯაროდ აკრიტიკებდა და ამის შესახებ საკუთარ მემუარებშიც დაწერა, აცხადებს, რომ ტრამპმა ქვეყანას "განუზომელი ზიანი" მიაყენა. მერი რამპის თქმით, მას არ სურს, რომ გვართან დაკავშირებულმა უარყოფითმა ფაქტორებმა მის მომავალზე გავლენა იქონიოს.

ტრამპის 55 წლის ძმიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მელანია ტრამპი უბედურია ბიძამისთან და მასთან განქორწინებაზე ფიქრობს.

მერი ტრამპი დონალდ ტრამპის ძმის, ფრედის შვილია, რომელიც 42 წლის ასაკში დაიღუპა. ის ალკოდამოკიდებული იყო. ბიძასა და ძმის შვილს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მერიმ და მისმა ძმამ, ფრედმა გარდაცვლილი მამის და-ძმებს მემკვიდრეობაზე დაუწყეს დავა. მოსარჩელეები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბაბუას, უფროს ფრედ ტრამპს 1991 წელს ანდერძი დონალდ ტრამპმა მოტყუებით შეადგენინა.

მერი ტრამპმა გამოსცა მემუარები, სახელწოდებით „ძალიან ბევრი და ყოველთვის ცოტა: როგორ შვა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system