თავში

ტრამპის განკარგულებით აშშ-ში სამუშაო ვიზით შესვლა შეიზღუდება

ტრამპის განკარგულებით აშშ-ში სამუშაო ვიზით შესვლა შეიზღუდება
ტრამპის განკარგულებით აშშ-ში სამუშაო ვიზით შესვლა შეიზღუდება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სამუშაო ვიზით შესვლის შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახევ Bloomberg იუწყება.

აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში შტატებში შესვლის უფლებას სულ მცირე 90 დღის განმავლობაში თითქმის ყველა სამუშაო ვიზის მფლობელი დაკარგავს. მოსალოდნელია, რომ გამონაკლისი გაკეთდება კვების და სამედიცინო ინდუსტრიის მუშაკთათვის და მათთვის, ვინც "უშუალოდ ეხმარება მიწოდების ქსელის შენარჩუნებას".

ასევე, H-1B სამუშაო ვიზების მფლობელებმა, რომლებიც უკვე ცხოვრობენ შეერთებულ შტატებში, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ, რომ ისინი არ იკავებენ ამერიკელების სამუშაო ადგილებს.

სააგენტოს ცნობით, ასევე ვარაუდობენ, რომ ტრამპის განკარგულება გავლენას არ მოახდენს ლტოლვილებზე, შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მაძიებლებზე, აშშ-ს მოქალაქეების მეუღლეებსა და შვილებზე და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის განკარგულების საბოლოო ტექსტი ამ დროისათვის შეთანხმებული არ არის.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში კოროვირუსის პანდემიის ფონზე, დროებით ემიგრაციის შეჩერებას აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system