თავში

ტრამპის მიერ ემიგრაციის შეზღუდვა შესაძლოა გრძელვადიანი გეგმის ნაწილი აღმოჩნდეს

ტრამპის მიერ ემიგრაციის შეზღუდვა შესაძლოა გრძელვადიანი გეგმის ნაწილი
ტრამპის მიერ ემიგრაციის შეზღუდვა შესაძლოა გრძელვადიანი გეგმის ნაწილი აღმოჩნდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველის სტივენ მილერის განცხადებით, ტრამპის მიერ ემიგრაციის შეჩერების მიზნით მიღებული პროკლამაცია, შესაძლოა მისი გრძელვადიანი გეგმის ნაწილი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებით გამოწვეული, სამუშაო ადგილების შემცირების გამო, მან ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყანაში ემიგრაციის დროებითი შეჩერების შესახებ. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეზღუდვა ვრცელდება მათზე, ვისაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის ნებართვის, ე.წ "მწვანე ბარათის" მიღება სურს. ტრამპის ბრძანებულებით, ქვეყანაში ემიგრანტების შესვლა ორი თვით შეჩერდა, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ, ტრამპი თავად გადაწყვეტს გაახანგრძლივოს თუ არა აღნიშნული პერიოდი.

გამოცემის ცნობით, მილერმა ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომხრეებს პირადი საუბრისას განუცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოელი მუშაკებისთვის დაწესებული საემიგრაციო შეზღუდვები, შესაძლოა პრეზიდენტის "გრძელვადიანი ხედვის ნაწილი იყოს და მხოლოდ დროებით ღონისძიებად არ განვიხილოთ". მილერმა ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებში სამუშაო ადგილების შემცირებაზე. 15 მარტის შემდგომ სამსახური 26.5 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა. ტრამპის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ემიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვები ამერიკის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება, ვინაიდან სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება და მას ამერიკის მოქალაქეები დაიკავებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს იმის შესახებ, რას გულისხმობს აშშ-ში ემიგრაციის შეზღუდვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროკლამაცია

საელჩო განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაკავებლად განხორციელებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის ეკონომიკაზე და უმუშევრობის დონის ზრდის მხრივ წარმოქმნილი ნეგატიური პროცესის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის შედეგად შეიზღუდება დამატებითი იმიგრანტი უცხოელი მუშაკების მიღება, რათა დასაქმების ბაზარზე შემცირდეს კონკურენცია აშშ-ის მოქალაქეების სასარგებლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system