თავში

ტრამპის მოწამლვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის პროცესი დაიწყო

​ტრამპის მოწამლვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის პროცესი დაიწყო
ტრამპის მოწამლვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის პროცესი დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწამლვის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალი დღეს ნიუ-იორკის შტატის ბუფალოს სასამართლოს წინაშე წარდგება. ხელისუფლებამ ქალი კანადა-ამერიკის საზღვარზე კვირას დააკავა. მას თეთრ სახლსა და კიდევ 5 მისამართზე მომწამლავი ნივთიერება რიცინის შემცველი პაკეტების გააგზავნა ედება ბრალად. მისი ვინაობა ოფიციალურად ამ დრომდე არ ხმაურდება.

კანადის პოლიციის განცხადებით, თეთრი სახლისთვის განკუთვნილი კონვერტი სამართალდამცავებმა სამთავრობო საფოსტო ცენტრში, ტრამპის ადმინისტრაციაში მისვლამდე აღმოაჩინეს.

მონრეალის მახლობლად ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ ეჭვმიტანილ ქალას კანადისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. მან მომწამლავი ნივთიერების შემცველი წერილები, თეთრი სახლის გარდა, სამხრეთ ტეხასის სამართალდამცავ ორგანოებსა და საგამოძიებო იზოლატორებში გაგზავნა.

მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე პოლიტიკურ, ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან რაიმე კავშირი არ ვლინდება. 

გასული კვირის დასაწყისში, დონალდ ტრამპის მოწამვლის მიზნით, თეთრ სახლში ნივთიერება რიცინის შემცველი პაკეტი გაგზავნეს.

შხამიანი ნივთიერება რიცინი ღებინებას, შინაგანი სისხლდენას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system