თავში

ტრამპის მრჩეველი: აშშ COVID-19-ის მეორე ტალღის საშიშროებას ვერ ხედავს

ტრამპის მრჩეველი: აშშ COVID-19-ის მეორე ტალღის საშიშროებას ვერ ხედავს
ტრამპის მრჩეველი: აშშ COVID-19-ის მეორე ტალღის საშიშროებას ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  ეკონომიკური საკითხების მრჩეველის, ლარი კუდლოუს განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას არ მოელის. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

კუდლოუმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ მოიმატოს, თუმცა ის კონტროლირებადი იქნება.  

ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევებმა იმატა სამხრეთ კაროლინასა და არიზონაში შტატში, რაც COVID-19-ის მასშტაბური ტესტირებით არის განპირობებული და არა დაავადების მეორე ტალღით.

”ექსპერტები ვერ ხედავენ ახალ ტალღას. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ: ახალი ტალღა არ იქნება”, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system