თავში

ტრამპის მრჩეველი გადადგა

​ტრამპის მრჩეველი გადადგა
ტრამპის მრჩეველი გადადგა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური მრჩეველი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში სკოტ ატლასი თანამდებობიდან გადადგა. სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის თანამშრომელი ამ თანამდებობაზე 130-დღით იყო დანიშნული. სკოტ ატლასმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ტრამპს ამერიკელი ხალხის საკეთილდღეოდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობისთვის.

სკოტ ატლასს მეცნიერთა ნაწილი აქტიურად აკრიტიკებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ პრეზიდენტის მრჩეველი კორონავირუსის საფრთხეებს სათანადოდ არ აფასებდა და სკოლებისა და  საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას აუცილებლად მიიჩნევდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system