თავში

ტრამპის პირადი ექიმის განცხადებით, პრეზიდენტი თეთრ სახლში ხვალ დაბრუნდება

ტრამპის პირადი ექიმის განცხადებით, პრეზიდენტი თეთრ სახლში ხვალ დაბრ
ტრამპის პირადი ექიმის განცხადებით, პრეზიდენტი თეთრ სახლში ხვალ დაბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ექიმის განცხადებით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სამხედრო ჰოსპიტალიდან თეთრ სახლში, სავარაუდოდ, ხვალ დაბრუნდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

”პარასკევ დილის შემდეგ მას სიცხე არ ჰქონია, ხოლო სასიცოცხლო ნიშნები სტაბილურია”, - განაცხადა დონალდ ტრამპის პირადმა ექიმმა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ინფიცირებამ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. ამერიკელების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ამის შესახებ საჯაროდ საუბრობენ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system