თავში

ტრამპის საარჩევნო შტაბის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტრამპის საარჩევნო შტაბის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტრამპის საარჩევნო შტაბის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს, რომელიც პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებით იყო დაკავებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, ტიმ მურტმა განაცხადა.

CNN-ის ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისად, ოკლაჰომას შტატ, ქალაქ ტულსაში გასამართი შეხვედრის ორგანიზატორებს და პერსონალის წევრებს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ. ასობით ჩატარებული ტესტიდან 6-მა დადებითი პასუხი აჩვენა.  ისინი დაუყოვნებლივ კარანტინში გადაიყვანეს.

ტიმ მურტის განცხადებით, ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, შეხვედრას არ დასწრებიან.  მან ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირებს ანტისეპტიკური ხსნარები და პირბადეები დაურიგდათ. 

ტულსაში გამართული შეხვედრა, ბოლო თვეების განმავლობაში პირველი ღონისძიება, რომლის დროსაც დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს შეხვდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, მასობრივი შეკრებები რეკომენდირებული არ არის. ამის საპასუხოდ, თეთრი სახლი აცხადებს, რომ ადამიანებს თავად უნდა ჰქონდეთ იმის გადაწყვეტის უფლება, მიიღონ თუ არა მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system