თავში

ტრამპმა ახალი პარტიის შექმნა გადაიფიქრა

​ტრამპმა ახალი პარტიის შექმნა გადაიფიქრა
ტრამპმა ახალი პარტიის შექმნა გადაიფიქრა

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პარტიის შექმნას აღარ აპირებს და ის რესპუბლიკელებს 2022 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დაეხმარება. ტრამპის თქმით მისი მიზანია 2022 წელს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელებისთვის დაბრუნება. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა.

მანამდე ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ახალი პოლიტიკური პარტიის - პატრიოტული პარტიის შექმნის იდეას განიხილავდა.

ამის პარალელურად, რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების წინააღმდეგი წავიდა. სენატორმა მარკო რუბიომ ამ პროცესს "სისულელე" უწოდა და განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ ტრამპი პასუხისმგებელია კაპიტოლიუმის 6 იანვრის ზოგიერთ მოვლენაზე, იმპიჩმენტის შეერთებულ შტატებს ზიანს მიაყენებს.

"სასამართლო სისულელეა, კონტრპროდუქტიული. ჩვენს ქვეყანაში უკვე ისედაც ცეცხლი ანთია, და სასამართლო იმის ტოლფასია, რომ ავიღოთ და ამ ცეცხლში ბენზინი ჩავასხათ", - თქვა განაცხადა რუბიომ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system