თავში

ტრამპმა ბოლტონს "არაკომპეტენტური მატყუარა" უწოდა

​ტრამპმა ბოლტონს "არაკომპეტენტური მატყუარა" უწოდა
ტრამპმა ბოლტონს არაკომპეტენტური მატყუარა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როდესაც ჯონ ბოლტონს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ნიშნავდა, მისგან დამოუკიდებელ თვალსაზრისს ელოდებოდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა.

"მე ჯონ ბოლტონს შანსი მივეცი, რომელმაც სენატის თანხმობა ვერ მიიღო, რადგან მას შეურაცხადად თვლიდნენ და არ უყვარდათ. მე განსხვავებული მოსაზრების მოსმენა ყოველთვის მომწონს. ის უკიდურესად არაკომპეტენტური და მატყუარა აღმოჩნდა", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ ABC News-თან ინტერვიუში ბოლტონმა განაცხადა, რომ მის მიმართ თავდასხმა არ უკვირს.

"ყოველთვის, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია კრიტიკას აწყდება, მას არსებითად ვერ აგვარებს და უბრალოდ ადამიანს ესხმის თავს. მე ამას ველოდი და არ მიკვირს", - განაცხადა ბოლტონმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system