თავში

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ლიდერს - კიმ ჩენ ინს პირადი წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

”მიგვაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ეს სწორი გადაწყვეტილებაა საიმისოდ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, მით უფრო ახლა, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დიდი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. წერილში ტრამპმა ასევე განმარტა თავისი სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის განვითარებას. წერილში ასევე საუბარია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის დაეხმაროს ჩრდილოეთ კორეას ეპიდემიასთან ბრძოლაში. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია იმ ქმედებებით, რომელსაც კიმ ჩენ ინი პანდემიისაგან ხალხის დასაცავად ახორციელებს", -  ნათქვამია კოროის შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი დეპარტამენტის დირექტორის, კიმ იო ჩენის განცხადებაში.

თეთრ სახლს აღნიშნულთან თაკავშირებით ამ დროისათვის კომენტარი არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system