თავში

ტრამპმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების მიღება შეწყვიტა

ტრამპმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების მიღება შეწყვიტა
ტრამპმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების მიღება შეწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ინტერვიუს ჩაწერამდე რვა საათით ადრე შეწყვიტა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

დონალდ ტრამპი, 10 ოქტომბრის საღამოს, სამხედრო ჰოსპიტალიდან დაბრუნების შემდეგ პირველად, თეთრი სახლის წინ მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვა. 

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტრამპი უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში სამკურნალოდ 3 ოქტომბერს გადაიყვანეს, საიდანაც თეთრ სახლში 6 ოქტომბერს დაბრუნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system