თავში

ტრამპმა და აბემ ოლიმპიადის ერთი წლით გადავადება განიხილეს

​ტრამპმა და აბემ ოლიმპიადის ერთი წლით გადავადება განიხილეს
ტრამპმა და აბემ ოლიმპიადის ერთი წლით გადავადება განიხილეს

იაპონიის პრემიერ შინძო აბესა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, მხარეებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშების გადადება განიხილეს. ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს.

მისი ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი თვლის, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. აბემ და ტრამპმა აღნიშნეს, რომ "2021 წელს ოლიმპიური თამაშების სრულყოფილი გამართვა იმის მტკიცებულება იქნება, რომ კაცობრიობამ კორონავირუსი დაამარცხა". მხარეები ამ პრობლემის გადასაწყვეტად თანამშრომლობისთვის მზად არიან, მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნის კუთხითაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system