თავში

ტრამპმა და ბაიდენმა პირველი სატელევიზიო დებატების თემები დაასახელეს

ტრამპმა და ბაიდენმა პირველი სატელევიზიო დებატების თემები დაასახელეს
ტრამპმა და ბაიდენმა პირველი სატელევიზიო დებატების თემები დაასახელეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა დაასახელეს თემები, რომლებზეც 2020 წლის პირველ სატელევიზიო დებატებში ისაუბრებენ. ისინი 29 სექტემბერს გაიმართება.

”პირველი დებატის ფორმატში შედის ექვსი თემა და თითოეულს 15 წუთი დაეთმობა. პრეზიდენტობის კანდიდატები დებატებზე განიხილავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ძირითად საკითხებს", - ნათქვამია სატელევიზიო დებატების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

თემებს შორის, რომლებსაც ტრამპი და ბაიდენი შეაფასებენ, პირველ რიგში, COVID-19-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია.

განხილვის მეორე თემა იქნება, აშშ-ში საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. არჩევნების წინა პერიოდში ტრამპს მუდმივად ადანაშაულებენ კენჭისყრის შედეგების გაყალბების მცდელობაში.

კანდიდატები დებატებზე აუცილებლად განიხილავენ მაისში შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდგომ საპროტესტო აქციების თემას.

გარდა ზემოაღნიშნული თემებისა, ასევე განხილული იქნება უზენაესი სასამართლოს საკითხი, ეკონომიკა და ორივე პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური მიღწევები.

პირველი სატელევიზიო დებატების ადგილად აირჩიეს ოჰაიოს შტატი, კლივლენდი. მეორე დებატები დაგეგმილია 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე სატელევიზიო დებატები - 22 ოქტომბერს ნეშვილში.

სამივე ღონისძება 21:00 საათზე დაიწყება და 90 წუთს გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system