თავში

ტრამპმა ერთ დღეში Twitter-ზე 200 პოსტი გამოაქვეყნა

ტრამპმა ერთ დღეში Twitter-ზე 200 პოსტი გამოაქვეყნა
ტრამპმა ერთ დღეში Twitter-ზე 200 პოსტი გამოაქვეყნა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასული 24 საათის განმავლობაში Twitter-ზე დაახლოებით 200 პოსტი გამოაქვეყნა და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ახალ შეტყობინებებს, საშუალოდ, ყოველ შვიდი წუთში აქვეყნებდა. მანამდე, ტრამპმა განაცადა, რომ სოციალურ ქსელსი პოსტებს ზოგჯერ თავისი თანაშემწის მეშვეობით წერს, კერძოდ პრეზიდენტი ტექსტს კარნახობს, ხოლო ასისტენტი მას კრეფს და აქვეყნებს. გასული 24 საათის განმავლობაში გამოქვეყნებული 200 პოსტი მოიცავს, როგორც თავად პრეზიდენტის განცხადებებს, ასევე სხვისი დაწერილი პოსტების გაზიარებასაც.

პოსტების თემატიკა მრავალფეროვანია: ახალი კოროვირუსის ინფექცია, უმუშევრობა, ჯანდაცვის სისტემა, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული არეულობა აშშ-ს ქალაქების ქუჩებში და სხვ.

მანამდე, ამერიკის პრეზიდენტმა Twitter-ზე რეკორდი 22 იანვარს დაამყარა, როდესაც ერთ დღეში 142 ტვიტი გამოაქვეყნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system