თავში

ტრამპმა ფაუჩის "იდიოტი" და "კატასტროფა" უწოდა

​ტრამპმა ფაუჩის "იდიოტი" და "კატასტროფა" უწოდა
ტრამპმა ფაუჩის იდიოტი და კატასტროფა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის წევრებთან სატელეფონო საუბრისას ქვეყნის მთავარ ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი "იდიოტად" და "კატასტროფად" მოიხსენია.

დონალდ ტრამპის მიერ სატელეფონო საუბრის დროს გაკეთებული განცხადებები ჟურნალისტებმა გაიგონეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი ხალხი დაიღალა კორონავირუსითა და შეზღუდვებით და მას რომ მეცნიერებისა და ექიმი ფაუჩისთვის მოესმინა, აშშ-ში გაცილებით უარესი ვითარება იქნებოდა.

"ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 დაღუპული გვეყოლებოდა, 700 000–800 000 დაღუპული გვეყოლებოდა.. ხალხი დაიღალა ექიმი ფაუჩისა და ამ იდიოტების მოსმენით. ფაუჩი სასიამოვნო კაცია... ის 500 წელია, აქ არის. ყოველთვის, როცა ტელევიზიით ჩნდება, რაღაც ბომბია. მაგრამ უფრო დიდი ბომბი იქნება, თუ გაათავისუფლებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი კორონავირუსთან ბრძოლის თეთრი სახლის ოპერატიული ჯგუფის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. პანდემიის პირობებში ის პრეზიდენტ ტრამპის თავდასხმის ობიექტი სულ უფრო და უფრო მეტად ხდება, რადგან პრეზიდენტის დამოკიდებულებას პანდემიაზე მკაცრად აკრიტიკებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system