თავში

ტრამპმა გერმანიიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის გეგმა დაამტკიცა

​ტრამპმა გერმანიიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის გეგმა დაამტკიცა
ტრამპმა გერმანიიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის გეგმა დაამტკიცა

გერმანიიდან აშშ-ის 9500 სამხედროს გამოყვანის გეგმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა. განცხადება ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა "ტვიტერის" გვერდზე გააკეთა.

ჰოფმანის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას და NATO-ს გაძლიერებას. ეს ღონისძიება ქვეყანას უნდა დაეხმაროს აღადგინოს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერა, გააუმჯობესოს ევროპაში შეერთებული შტატების სტრატეგიული და ოპერაციული მოქნილობა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, გერმანია არღვევს NATO-ს სამხედრო ბიუჯეტის შეთანხმებებს. აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიაში ამერიკული ჯარების შენარჩუნების პირობად ბერლინის მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდა დაასახელა. ამის პასუხად ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში აშშ-ის ჯარების ყოფნა ვაშინგტონის ინტერესებს ემსახურება.

6 ივნისს ტრამპმა გერმანიაში განთავსებული აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირების ბრძანება გასცა. ამჟამად, ქვეყნის ტერიტორიაზე 34 500 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება. სახელმწიფოს მეთაურმა პენტაგონს უბრძანა, რომ მათი რიცხვი 9 500-ით შემცირდეს. ტრამპის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ამერიკელი სამხედროების განლაგების ლიმიტი დროულად 52 ათასი სამხედროს ნაცვლად, 25 000-ით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system