თავში

ტრამპმა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა

ტრამპმა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა
ტრამპმა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა

ისრაელი და ბაჰრეინი ურთიერთობების სრულ ნორმალიზებასა და დიპლომატიური უეთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბაჰრეინის მეფე ჰამად იბნ ისა ბინ სალმან ალ-ხალიფა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიანინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ისრაელი და ბაჰრეინის სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ. ეს ისტორიული გარღვევაა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგი დაიწყო და კავშირების დამყარება ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის პოზიტიურ ტრანსფორმირებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისა განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ისრაელი ადასტურებს, რომ ალ-აქსას მეჩეთი და სხვა წმინდა ადგილები იერუსალიმში ღია იქნება ყველა აღმსარებლობის მშვიდობიანი მომლოცველებისთვის.

13 აგვისტოს ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობების სრულ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სამშვიდობო შეთანხმებას ხელს თეთრ სახლში, 15 სექტემბერს მოაწერენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system