თავში

ტრამპმა ისრაელსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა

ტრამპმა ისრაელსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა
ტრამპმა ისრაელსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და სუდანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმების მიღწევა გამოაცხადა. 

ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯად დირმა "ტვიტერის" გვერდზე წერს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ სუდანი და ისრაელი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ სუდანს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღებს. 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სუდანის ხელისუფლებამ ექსტრემიზმის მსხვერპლთა ოჯახებს 335 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადა.

15 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ისრაელმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system