თავში

ტრამპმა კონგრესის წევრები საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა

ტრამპმა კონგრესის წევრები საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშა
ტრამპმა კონგრესის წევრები საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წევრები დაზვერვის ბრიფინგებიდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შაბათს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგს ამერიკის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტების წევრები არ დაესწრებიან. დაზვერვა არგუმენტად კონგრესის სადაზვერვო კომიტეტების გასული ბრიფინგიდან  ინფორმაციის გაჟონვას ასახელებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კონგრესში დემოკრატების აღშფოთება გამოიწვია. კონგრესმენები დაზვერვისგან საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვენ.

"დირექტორმა რატკლიფმა (აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი) კომიტეტს (წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტს) ინფორმაცია მიაწოდა, რომელმაც მოგვიანებით გაჟონა... და რაც კიდევ უფრო ცუდია, მათ არასწორი ინფორმაცია გაამჟღავნეს", - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი ინფორმაციის გაჟონვაში კომიტეტის ხელმძღვანელს, დემოკრატ ადამ შრიფს ადანაშაულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system