თავში

ტრამპმა ყველა მეგობარი დაკარგა

ტრამპმა ყველა მეგობარი დაკარგა
ტრამპმა ყველა მეგობარი დაკარგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მეგობრები დაკარგა და ისინი კონგრესმენებმა შეცვალეს.

"ყველა მეგობარი დავკარგე ამ პოსტის გამო. მე მყავდა მეგობრები. -"ჰეი დონ, წავიდეთ, ვისაუზმოთ, - კარგი რიჩარდ, მოვდივარ". - " ჰეი დონ, მოდი სადმე წავიდეთ", - კარგი ლარი, მოგვიანებით რესტორანში შევხვდებით, ნიუ-იორკში"... ჩვენ არაჩვეულებრივად ვსაუბრობდით, თქვენთვის არ არის საინტერესო რაზე ვსაუბრობდით, ეს თქვენი საქმე არ არის. მაგრამ ჩვენ ისე თავისუფლად ვიყავით... მოულოდნელად მე პრეზიდენტი ვხდები და ახლა ისინი მირეკავენ: "ბატონო პრეზიდენტო, სერ, ხომ არ ინებებთ, რომ შევხვდეთ, როცა იქნება? მე ვეუბნები: "თავისუფლად. დამიძახე უბრალოდ დონალდი, შენ ხომ 30 წელია მიცნობ", "დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო", - განაცხადა ტრამპმა უისკონსინში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

ტრამპის თქმით, მეგობრების ნაცვლად ახლა ის კონგრესმენებს ხვდება. ძველ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას და დალევას კი ვერ ახერხებს, თუმცა, ტრამპმა იქვე დასძინა, რომ იგი ალკოჰოლს არ სვამს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system