თავში

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - LIVE

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - LIVE

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი განკარგულებით, კორონავირუსთან ბრძოლისთვის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

ეს თანხა ცალკეული შტატებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმორმადგენელთა დასახმარებლად დაიხარჯება. ტრამპის განკარგულება, ასევე, იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში ახალი საავადმყოფოები აშენდეს და დაფინანსდეს სამედიცინო კვლევები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე იქნება ორიენტირებული.

დონალდ ტრამპმა, ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით, ავიარეისებზე შეზღუდვებიც დააწესა. 

ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42-შია დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2053-ია, დაიღუპულია 41 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system