თავში

ტრამპმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ტრამპმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
ტრამპმა, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან აშშ-ის კონსერვატორების კონფერენციაზე განაცხადა. ეს ყოფილი ლიდერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი საჯარო გამოჩენა იყო. 

მან ასევე ისაუბრა 2020 წლის ნოემბრის არჩევნებზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პოლიტიკოსმა იმიგრაციის პოლიტიკისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართ მკაცრი დამოკიდებულების შეცვლის გამო ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ „ამერიკა უკანასკნელად“ გადაიქცა.

"ყველამ ვიცოდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდი იქნებოდა, მაგრამ ვერავის წარმოგვედგინა, ამდენად ცუდები თუ იქნებოდნენ და ასე შორს თუ წავიდოდნენ", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და "ფეიკ ნიუსი" უწოდა.

კონსერვატორების კონფერენციის მონაწილეებმა პარტიის წევრს მხარი დაუჭირეს. გამოკითხვის თანახმად, კონფერენციის მონაწილეთა უმეტესობას სურს, რომ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს. მას დელეგატების 68%-მა ხმა მისცა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system