თავში

ტრამპმა, შესაძლოა, TikTok აკრძალოს

ტრამპმა, შესაძლოა, TikTok აკრძალოს
ტრამპმა, შესაძლოა, TikTok აკრძალოს

აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციის TikTok-ის აკრძალვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

”ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ამ საკითხს”, - თქვა პომპეომ,

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აპლიკაციას ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს, რითაც მათ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ. 

კითხვაზე, ურჩევს თუ არა სახელმწიფო მდივანი მოქალაქეებს ტელეფონში TikTok–ის აპლიკაციის  დაყენებას, პომპეომ უპასუხა, რომ ამ პროგრამის გამოყენებას ნებისმიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში ურჩევს, თუ მათ სურთ, რომ მათი "პერსონალური მონაცემები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩენდეს". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system