თავში

ტრამპმა TikTok-თან თანამშრომლობა აკრძალა

​ტრამპმა TikTok-თან თანამშრომლობა აკრძალა
ტრამპმა TikTok-თან თანამშრომლობა აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-თან ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებას კრძალავს. კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან 45 დღეში შევა.

ამერიკის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მობილური აპლიკაცია აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ამერიკული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ აპლიკაცია მოქალაქეთა პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს. ტრამპი ასევე აცხადებს, რომ TikTok-ი დეზინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც საშიშია. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.

მანმადე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ TikTo-ის მობილური აპლიკაცია აშშ-ში ფუნქციონირებას 15 სექტემბერს შეწყვეტდა.. თუმცა, თუ ჩინური მხარე მას რომელიმე ამერიკულ კომპანიას, მაგალითად Microsoft-ს მიყიდდა, მაშინ აპლიკაცია შტატებში ფუნქციონირება გააგრძელებს. ტრამპის განცხადებით, TikTok-ის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი ამერიკის ბიუჯეტში უნდა ჩარიცხულიყო. ტრამპის ამ განცხადებას ჩინური მხარის მუქარა მოჰყვა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system