თავში

ტრამპმა ტრიუდოს "ორპირი" უწოდა

​ტრამპმა ტრიუდოს "ორპირი" უწოდა
ტრამპმა ტრიუდოს ორპირი უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრიუდოს "ორპირი" უწოდა. ასე მერიკის ლიდერი ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, კანადის ლიდერი ჯასტინ ტრიუდო, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რიუტე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხანგრძლივი პრესკონფერენციის გამო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ხუმრობდნენ.

"ის ორპირია", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დასძინა, რომ "ტრიუდო კარგი ბიჭია".

"გულწრფელად, ტრიუდო კარგი ბიჭია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მე მას იმ ფაქტზე მივუთითე, რომ ის 2% არ იხდის და ვფიქრობ, რომ ის ამით მოხარული არ არის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა, რომელიც NATO-ს თავდაცვის ხარჯების სამიზნე მაჩვენებელს გულისხმობდა.

"მე შეერთებულ შტატებს წარმოვადგენ. მან იმაზე მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე იხდის. მას ეს ესმის. ამიტომ მგონია, რომ ის ბედნიერი არ არის", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

ლონდონში, NATO-ს სამიტში მონაწილე მსოფლიო ლიდერები ერთმანეთში საუბრობდნენ და მედიამ ეს მომენტი დააფიქსირა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, კანადის ლიდერი ჯასტინ ტრიუდო, ნიდერლანდების პრემიერი მარკ რიუტე და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ხანგრძლივი პრესკონფერენციის გამო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ხუმრობდნენ. ვიდეო, სადაც ლიდერები ბაქინგემის სასახლეში მიღებაზე იმყოფებიან, Power & Politics-მა გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system