თავში

დონალდ ტრამპი მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკის ნაცვლად ფლორიდას ირჩევს

ტრამპი ნიუიორკი
დონალდ ტრამპი მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკის ნაცვლად ფლორიდას ირჩევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის დემოკრატ ხელმძღვანელობაზე განაწყენებულია და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკის Trump Tower-ის ნაცვლად ფლორიდას ირჩევს. შესაბამისი დოკუმენტები პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა სექტემბერში უკვე შეავსეს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან გადასახადების სახით მილიონობით დოლარი გადაიხადა, ნიუ-იორკის პოლიტიკური ლიდერები ყოველთვის ცუდად ექცეოდნენ.

ტრამპი ნიუ-იორკში დაიბადა, თუმცა დროის უმეტეს ნაწილს პალმ-ბიჩზე Mar-a-Lago-ს მამულში ატარებს. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ნიუ-იორკის გუბერნატორთან ენდრიუ ქუომოსთან და მერთან ბილ დე ბლაზიოსთან დაპირისპირებაშია. ორივე პოლიტიკოსი დემოკრატია. ენდრიუ ქუომო და ბილ დე ბლაზიო ტრამპის ფლორიდაში გადაბარგების ინიციატივას სიხარულით მიესალმნენ. მათ "ტვიტერში" შესაბამისი სტატუსი დადეს: „ის მთლიანად შენია, ფლორიდა“.

„არ დაუშვა, რომ კარი მოგხვდეს წასვლისას ან სადმე შესვლისას“, - დაწერა საკუთარ ტვიტერზე ნიუ-იორკის მერმა დე ბლაზიომ.

ნიუ-იორკის მერმა ტრამპის განცხადება გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით არ დაადასტურა. დონალდ ტრამპს საკუთარი საგადასახადო ინფორმაცია არასოდეს გაუსაჯაროებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ტრამპი იმედოვნებს, რომ გაიმარჯვებს და თეთრი სახლის ლიდერი კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადით გახდება.

1983 წლიდან დღემდე დონალდ ტრამპის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე Trump Tower იყო მითითებული. თეთრ სახლში პრეზიდენტის მისამართის ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. წყარო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გადასახადებს უკავშირდება.

ფლორიდაში სახელმწიფო შემოსავალი და მემკვიდრეობა არ იბეგრება.

გასულ თვეში სასამართლომ ტრამპს ბოლო 8 წლის საშემოსავლო დეკლარაციის გასაჯაროება მოსთხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system