თავში

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ტრამპსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს იდლიბის პროვინციაში არსებულ სიტუაციასა და ლიბიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.

"დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. საუბრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სირიის ძალების მიერ იდლიბის რეგიონში თავდასხმები მიუღებელია და გაცვალეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კრიზისი. მხარეებმა სატელეფონო საუბრის დროს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ლიბიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე აცხადებს, რომ ორივე ქვეყნის პირველი პირი მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები 100-მილიარდიანი ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system