თავში

"ტრონ 3-ის" რეჟისორი ცნობილია

​"ტრონ 3-ის" რეჟისორი ცნობილია
ტრონ 3-ის რეჟისორი ცნობილია

სტუდია Walt Disney ჩამოყალიბდა კანდიდატურაზე, რომელიც ფილმის "ტრონ 3" რეჟისორი იქნება. გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, ეს გარტ დევისი იქნება, რომელმაც დრამა "ლომი" შექმნა.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ "ტრონ 3-ში" მთავარ როლს ჯარედ ლეტო შეასრულებს. ტაბლოიდები წერდნენ, რომ მის პერსონაჟს არესი ერქმევა და ის წინა ორ ფილმში არ ფიგურირებდა.

ფილმში "ტრონი: მემკვიდრეობა", რომელიც 2010 წელს გამოვიდა ჯეფ ბრიჯესი, გარეტ ჰედლუნდი, ოლივია უაილდი, ბრიუს ბოქსლეიტნერი, რობ სტოუნი, ბო გარეტი თამაშობენ. სიუჟეტის მიხედვით სემ ფლინი, ტექნიკაში საკმაოდ გარკვეული კევინ ფლინის ვაჟი, მამამისის გაუჩინარებას იძიებს და სასტიკი პროგრამებისა და გლადიატორული თამაშების შუაგულში ამოყოფს თავს. სამყაროში, სადაც მამამისი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მამა და შვილი სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, კიბერსამყაროში მოგზაურობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system