თავში

ტრუდო: კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს

​ტრუდო: კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს
ტრუდო: კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს

კანადა სამართლიანობისათვის იბრძოლებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად გამართულ ცერემონიაზე განაცხადა. მან პირობა დადო, რომ ირანს ამისათვის პასუხს მოსთხოვენ.

""ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდში ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვთ. ჩვენ სამართლიანობისა და პასუხისმგებელ პირთა დასასჯელად ვიბრძოლებთ. არ გავჩერდებით, სანამ პასუხებს არ მივიღებთ", - აღნიშნა ტრიუდომ.

თეირანში ავიაკატასტრობას 57 კანადელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ირანის 82 მოქალაქე იყო.

ირანმა აღიარა უკრაინული თვითმფრინავის "ბოინგ 737-ის" შემთხვევით ჩამოგდება, რომელზეც 176 ადამიანი იმყოფებოდა და ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჰასან როჰანიმ ამ ფაქტს კატასტროფული შეცდომა უწოდა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system