თავში

კანადის პრემიერი "ყავისფერსახიანი“ ფოტოსთვის ბოდიშს იხდის

კანადის პრემიერი "ყავისფერსახიანი“ ფოტოსთვის ბოდიშს იხდის
კანადის პრემიერი ყავისფერსახიანი“ ფოტოსთვის ბოდიშს იხდის

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრიუდო 20 წლის წინ მომხდარი შემთხვევისთვის ბოდიშს იხდის. 2001 წელს კერძოს სოლის საზეიმო ღონისძიებაზე მას სახე და ხელები ყავისფრად ჰქონდა მოხატული. უესთ ფოინთ გრეის აკადემიის ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო ჟურნალმა "Time-მა" დაბეჭდა. პრემიერი აცხადებს, რომ იგი ძალიან წუხს მისი ქმედების გამო და ფიქრობს, რომ „მას მეტი უნდა სცოდნოდა“.

კანადის პრემიერმა ამ საკითხზე კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც "Time-ში" აღნიშნული სტატია დაიბეჭდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ წვეულებაზე, რომელიც „არაბული რამეების“ სტილში გაიმართა, მას ალადინის კოსტიუმი ეცვა.

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებაზე. არ უნდა გამეკეთებინა ეს. მე უფრო მეტი უნდა მცოდნოდა. ეს იყო რაღაც, რაც მაშინ არ მიფიქრია, რომ შესაძლოა რასიზმი ყოფილიყო, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს რასიზმი იყო და ძალიან ვწუხვარ ამის გამო“, - განაცხადა ტრიუდომ.

ჯასტინ ტრიუდო  21 ოქტომბერს ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება. პლიტოლოგების აზრით, მსგავსი ქმედება პოლიტიკური მოღვაწის იმიჯისთვის საზიანოა და ამან შეიძლება არჩევნებში მიღებულ ხმებზე გავლენა მოახდინოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system