თავში

ცალთვალა კრავი ცრუ მესია ეგონათ

​ცალთვალა კრავი ცრუ მესია ეგონათ
ცალთვალა კრავი ცრუ მესია ეგონათ

ინდონეზიაში, დასავლეთ იავას პროვინციაში ცალთვალა კრავი დაიბადა. მას თავის დეფორმაცია ჰქონდა. ცხოველმა ორიოდე დღე იცოცხლა, თუმცა პოპულარობის აკრეფა მოასწრო. ამის შესახებ გამოცემა The Mirror წერს.

გამოცემის ინფორმაციით 22 ივნისს ერთ-ერთი ფერმერის ცხვარს ორი კრავი ეყოლა. ერთს ციკლოპია აღმოაჩნდა. ის ძლივს სუნთქავდა და ვერ ჭამდა. ფერმერმა დახმარებისთვის მეზობლებს მიმართა, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ცხოველი უბედურების მომტანია. მეზობლებს სჯეროდათ, რომ ეს ცრუ მესიაა.

თავად ფერმერს ამისი არ სჯერა და აცხადებს, რომ ცხოველს უბრალოდ დაუდგენელი მუტაცია ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system