თავში

წარწერა ბერლინის სარეკლამო პოსტერზე - შუა თითი მათ, ვინც პირბადის ტარებაზე უარს ამბობს

წარწერა ბერლინის სარეკლამო პოსტერზე - შუა თითი მათ, ვინც პირბადის ტარებაზე უარს ამბობს
წარწერა ბერლინის სარეკლამო პოსტერზე - შუა თითი მათ, ვინც პირბადის ტარებაზე უარს ამბობს

ბერლინის ტურიზმის ადმინისტრაციამ იმ პირთათვის, რომლებიც პირბადის ტარებაზე უარს ამბობენ, სარეკლამო კამპანია წამოიწყო. ამის შესახებ New York Post წერს.

სარეკლამო პოსტერზე გამოქვეყნებულია მოხუცი ქალი ნიღბით, რომელიც შუა თითს აჩვენებს იმ ადამიანებს, რომლებსაც პირბადის ტარება არ სურთ.

”აწეული შუა თითი ყველას, ვინც ნიღბის გარეშე გადაადგილდება”, - ასეთი წარწერა აქვს სარეკლამო პოსტერს.

ბერლინის ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს კამპანია მიზნად ისახავს მომაკვდინებელი შეცდომის გავრცელების თავიდან აცილებას და მოხუცთა ჯანმრთელობის განსაკუთრებულ დაცვას.

"ბერლინელებისა და ჩვენი სტუმრების უმეტესობა პატივს სცემს და იცავს კორონავირუსის გამო დაწესებულ წესებს, მაგრამ ზოგიერთი არა. ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან ხანდაზმული ადამიანების სიცოცხლეს და რისკის ქვეშ მყოფი საზოგადოების წარმომადგენლებს", - განაცხადეს ბერლინის ტურიზმის განვითარების ადმინისტრაციაში.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულ სარეკლამო პოსტერს უამრავი კრიტიკა მოყვა. ბერლინის სენატის წევრმა, მარსელ ლუთემ განაცხადა, რომ მან ოფიციალური საჩივარი შეიტანა მთავრობასთან რეკლამის შესახებ, რადგან იგი ფიქრობს, რომ ის ყველას მიმართ, ვისაც პირბადის ტარება არ შეუძლია, მათ შორის ბავშვებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე პირების მიმართ სიძულვილს იწვევს.

სარეკლამო პოსტერზე უკმაყოფილება გამოთქვა გაზეთ Der Tagesspiegel-ის მთავარმა რედაქტორმა და დასძინა, რომ აღნიშნული რეკლამა ადამიანების შეურაცხყოფაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system