თავში

წელიწადნახევრის წინ კენიაში გატაცებული იტალიელი გოგონა სამშობლოში დაბრუნდა

წელიწადნახევრის წინ კენიაში გატაცებული იტალიელი გოგონა სამშობლოში დაბრ
წელიწადნახევრის წინ კენიაში გატაცებული იტალიელი გოგონა სამშობლოში დაბრუნდა

"იტალიელი სილვია რომანო, რომელიც კენიაში 2018 წლის ნოემბერში გაიტაცეს, სამშობლოში დაბრუნდა", - ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

სილვია რომანო კენიაში Africa Milele-ის ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო და აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად მუშაობდა. 23 წლის გოგონა  შეიარაღებულმა სომალელმა პირებმა კენიის შორეულ რაიონში გაიტაცეს. 

მიმდინარე წლის იანვარში ექსტრემისტულმა სომალურმა დაჯგუფებამ სილვია რომანოს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ამბობს რომ თავს კარგად გრძნობს. გამის შემდეგ იტალიურმა დაზვერვამ დაიწყო ექსტრემისტულ სომალიურ ჯგუფ ალ-შაბაბთან მისი განთავისუფლების თაობაზე მოლაპარაკების წარმოება. გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გამტაცებლებმა გოგონა გაათვისუფლეს.

გოგონა სამშობლოში კვირას ნაშუადღევს დაბრუნდა. აეროპორტში მას მისი ახლობლების გარდა,  იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე და საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო დახვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system