თავში

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ქვეყნის არმია, გაეროს ძალების დახმარებით, ცდილობს აჯანყებული დაჯგუფებების მოგერიებას, რომლებიც მთვრობის დამხობას გეგმავენ.  

ანტისამთავრობო შეიარაღებული დაჯგუფებები უკვე ქვეყნის ორ მესამედს აკონტროლებენ. მათ დედაქალაქი განგი ალყაში მოაქციეს. 

აჯანყებულები პრეზიდენტ ფაუსტინ არჩენგ ტაუდერას წინააღმდეგ გამოდიან და არ აღიარებენ არჩევნებში მის გამარჯვებას. ისინი არ ემორჩილებიან პრეზიდენტს, რადგან მის მოწინააღმდეგე, ყოფილ პრეზიდენტ, ფრანსუა ბოზიზს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობს საშუალება. სწორედ ამ უკანასკნელს ადანაშაულებენ ამბოხების მოწყობაში, თუმცა ის ბრალდებებს უარყოფს.

"ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას დიდი საფრთხე ემუქრება და მშვიდობის დამყარება სულ უფრო რთულდება", - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა ქვეყანაში მანკერ ნდაიემ.

მან გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდა გაზარდოს სამხედრო დახმარება, რათა სწრაფად შეძლონ ქვეყანაში სიმშვიდის დამყარება. ის გაეროს 3000 დამატებით სამშვიდობოს, გამანადგურებელ ვერტმფრენებს და სპეცრაზმს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დაახლოებით 12 000-მდე გაეროს სამშვიდობო უკვე იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system