თავში

ცეცხლის ჩაქრობისას სამაშველო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა - განახლებულია

ცეცხლის ჩაქრობისას სამაშველო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა - განახლებულია
ცეცხლის ჩაქრობისას სამაშველო თვითმფრინავთან კავშირი დაიკარგა - განახლებულია

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟის წევრები ამერიკელები არიან.

ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრების ჩაქრობაში ეხმარებოდნენ.

09:55

ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, კავშირი გაწყდა თვითმფრინავთან, რომელიც ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ავსტრალიაში ბუნებრივი ხანძრები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელისუფლება მას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. სტიქიას უკვე შეეწირა 27 ადამიანის სიცოცხლე. განადგურდა მილიონობით ჰექტარი მიწა და 2 000 შენობა-ნაგებობა. სიდნეის უნივერსიტეტის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, მილიონამდე ცხოველი დაიღუპა. ზოგიერთ ადგილებში ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მასთან სიმაღლიდან ბრძოლა შეუძლებელი ხდება.

ამასთან, კანბერას მახლობლად, ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, დედაქალაქის აეროპორტი დროებით დაეხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system