თავში

ჭიანჭველები სოციალური იზოლირების დროს ადამიანების მსგავსად იქცევიან

ჭიანჭველები სოციალური იზოლირების დროს
ჭიანჭველები სოციალური იზოლირების დროს ადამიანების მსგავსად იქცევიან
© CC0 Public Domain — Ant

ჭიანჭველები სოციალურ იზოლაციაზე იმგვარად რეაგირებენ, როგორც ადამიანები და სხვა სოციალური ძუძუმწოვრები.  მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევით დგინდება, რომ ჭიანჭველების ქცევა დიდწილად იცვლება მას შემდეგ, როდესაც მათი სოციალური იზოლაცია ხდება. მეცნიერებს განსაკუთრებით გაუკვირდათ ის ფაქტი, რომ იზოლირებული ჭიანჭველების ტვინში იმუნური გენები და სტრესული გენები დაითრგუნა. ინფორმაციას კვლევის შესახებ phys.org ავრცელებს.  

”ეს იმუნურ სისტემას ნაკლებად ეფექტურს ხდის - ეს ფენომენი ადამიანების სოციალური იზოლირებისასაც იჩენს თავს, განსაკუთრებით კი ახლა COVID-19 პანდემიის დროს”, - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა სიუზან ფოიციკმა.

კვლევის ავტორების თქმით, ჯგუფისგან იზოლირება სტრესულ გარემოდ აღიქმება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის მთლიან კეთილდღეობაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

”იზოლირებული ადამიანები მარტოხელები, დეპრესიულები და შფოთვიანები ხდებიან, მათ უფრო ადვილად უვითარდებათ სხვადასხვა დამოკიდებულებები. განიცდიან დასუსტებულ იმუნურ სისტემას და ჯანმრთელობის ზოგად გაუარესებას”, - ამბობს პროფესორი ინონ შარფი.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კვლევითმა ჯგუფმა ჭიანჭველების Temnothorax nylanderi-ის სახეობა შეისწავლეს. მათ ჯგუფისგან გააცალკევეს რამდენიმე მათგანი და 1-დან 28 საათამდე იზოლაციაში ჰყავდათ. დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა შეცვლილი ქცევის სამი ასპექტი. იზოლაციის დასრულების შემდეგ, ჭიანჭველები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული მათი კოლონის უფროსი ჭიანჭველების ქცევით, სამაგიეროდ მეტ დროს უთმობდნენ ახალგაზრდა თანამოძმეებს. ისინი ასევე ნაკლებ დროს უთმობდნენ თავის მოვლას. 

”ჰიგიენური ქცევის დაქვეითებამ შეიძლება ჭიანჭველები უფრო მოწყვლადი გახადონ პარაზიტების მიმართ", - აცხადებს პროფესორი ინონ შარფი. 

კვლევის შედეგები გენეტიკასთან მიმართებით კიდევ უფრო გასაოცარი იყო. იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან და სტრესულ გარემოზე რეაგირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა გენი იზოლაციის შემდეგ დაითრგუნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენების ფუნქციონირება ნაკლებად აქტიური იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system