თავში

ციფრული ოლიგარქია საშიშია სახელმწიფოებისა და დემოკრატიისთვის?

​ციფრული ოლიგარქია საშიშია სახელმწიფოებისა და დემოკრატიისთვის?
ციფრული ოლიგარქია საშიშია სახელმწიფოებისა და დემოკრატიისთვის?

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის Twitter-ის ანგარიშის დაბლოკვასთან დაკავშირებით ციფრული ოლიგარქიას სახელმწიფოებისა და დემოკრატიისთვის საშიში უწოდა.

"შოკირებული ვარ იმით, რომ Twitter-ი ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ციფრული გიგანტების რეგულირება თავად ციფრული ოლიგარქების მიერვე არ უნდა ხორციელდებოდეს. ციფრული ოლიგარქია - ეს საფრთხეა სახელმწიფოებისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით ციფრული გიგანტების საქმიანობის კონტროლს ხალხი, სახელმწიფო და სასამართლო სისტემა უნდა ახორციელებდეს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში Twiter-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა "ძალადობის შემდგომი წახალისების საფრთხის" გამო დაბლოკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system