თავში

ციხანოვსკაიამ თავი ლიეტუვას შეაფარა

ციხანოვსკაიამ თავი ლიეტუვას შეაფარა
ციხანოვსკაიამ თავი ლიეტუვას შეაფარა

ბელარუსი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ამ მომენტისთვის უსაფრთხოდ არის. მან ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება. განცხადება ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გააკეთა.

ოპოზიციონერი ბლოგერის, დაპატიმრებული სერგეი ციხანოვსკის მეუღლე არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო. მან ხმათა 10,09% დააგროვა. ციხანოვსკაიას შტაბში აცხადებენ, რომ არ აღიარებენ ცენტრალური საარჩევნო შტაბის შედეგებს, მათი მონაცემებით ოპოზიციონერმა კანდიდატმა რეალურად ხმათა 70-80% დააგროვა.

არჩევნების დასრულებისა და წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სადაც ლუკაშენკო ხმათა 80%-ით უპირობო გამარჯვებულად გამოცხადდა, მთელი ბელარუსის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და ამას არ შეეგუება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system