თავში

ციხიდან გაქცევის დროს ყოფილმა ჯარისკაცმა ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა - VIDEO

ციხიდან გაქცევის დროს ყოფილმა
ციხიდან გაქცევის დროს ყოფილმა ჯარისკაცმა ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა - VIDEO

ყოფილმა ჯარისკაცმა, ციხიდან გაქცევის მცდელობისას ავტობუსი გაიტაცა, რომელიც ბავშვებით იყო სავსე. ეს მისი ციხიდან გაქცევის მეორე მცდელობა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ Nypost ავრცელებს. 

შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში მოხდა. ავტობუსის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც მძღოლს მოუწოდებს ავტობუსი დაძრას. ცოტა ხნის შემდეგ, ის ავტომობილიდან ჩადის და გარბის.

გატაცებულ ავტობუსში მსხდომი ბავშვები, რომელთაგან ზოგიერთი ბაღის ასაკისაა,  გამტაცებლს ეკითხებოდნენ, თუ ვინაა ის და რას აპირებს. როგორც ჩანს, დამნაშავე კითხვებით შეწუხდა და ავტობუსიდან ჩასვლა ამჯობინა. 

23 წლის ჯოვან კოლაცოს სავარაუდოდ ახალი დანაშაულის ჩადენისთვისაც დასჯიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system