თავში

ციკლონ "ამფანს“ 14 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO - განახლებულია

ციკლონ "ამფანს“ 14 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO
ციკლონ ამფანს“ 14 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO - განახლებულია

ცილკონმა „ამფანმა“, რომელსაც ძლიერი წვიმა, ქარიშხალი და შტორმი მოჰყვა, ინდოეთსა და ბანგლადეშში სახლები დაანგრია და ხეები მოგლიჯა. ინდოეთში ციკლონს 10, ბანგლადეშში კი 4 ადამიანი ემსხვერპლა. ქარი საათში 185 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. ბანგლადეშში ევაკუირებულია 2,4 მილიონი ადამიანი. ინდოეთში სუნდარბანსის დელტაში, სადაც მსოფლიოში ცნობილი მანგოს ტყეებია, ტალღების სიმაღლე შესაძლო 5 მეტრს აღწევს. სანაპიროდან 10-15 კილომეტრის რადიუსში ტერიტორიის დატბორვაა მოსალოდნელი.

სტიქია ინდოეთს კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე უტევს. თავშესაფრებში 650 ათასი ადამიანი გადაიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბენგალის ყურის მცხოვრებლებს, სადაც ყველაზე დიდი საფრთხეა მოსალოდნელი, მოსახლეობას კორონავირუსის შიშით, სახლების დატოვება არ სურთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system