თავში

წითელი ჯვარი: ბოსნიაში დევნილთა ბანაკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელის

წითელი ჯვარი: ბოსნიაში დევნილთა ბანაკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელის
წითელი ჯვარი: ბოსნიაში დევნილთა ბანაკს ჰუმანიტარული კატასტროფა ელის

ბოსნიისა და ხორვატიის საზღვარზე, მიგრანტთა ბანაკებში, ჰუმანიტარული კატასტროფა გარდაუვალია, - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი და მიგრანტთა უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს.

ვუჩჟაკის ბანაკში, რომლესაც იქ არსებული ვითარების გამო „ჯუნგლებს“ უწოდებენ, არ არის წყალი, ელექტროენერგია, ტუალეტი. კარვები გადავსებულია ადამიანებით. ბანაკში ამ დროისთვის 80 კარავი და 700 მიგრანტია. მათ წითელი ჯვრის მხოლოდ 5 მოხალისე მეთვალყურეობს.

ვითარება ბოსნიის ჩრდილო-დასავლეთით საგანგაშოა. ათასობით მიგრანტი ევროკავშირის წევრ ხორვატიის საზღვართან ახლოს არის დაბანაკებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system