თავში

წითელი ჯვარი ერევანსა და ბაქოს ტყვეთა და ცხედრების გაცვლაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

​წითელი ჯვარი ერევანსა და ბაქოს
წითელი ჯვარი ერევანსა და ბაქოს ტყვეთა და ცხედრების გაცვლაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ აზერბაიჯანსა და სომხეთს დაღუპულთა ცხედრების გაცვლასთან დაკავშირებით ზომების დროულად მიღებისკენ მოუწოდა. საქმე შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში როგორც დაღუპულთა ცხედრების, ისე ტყვეების გაცვლას. ინფორმაციას ამის შსახებ Reuters -ი ავრცელებს. 

"დღეისათვის ჩვენ ვაგრძელებთ მხარეებთან ამ საკითხის ინტენსიურ განხილვას, თუმცა ამ დრომდე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა...მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ყველა პირობა იქნება დაცული იმისთვის, რომ გაცვლის ოპერაცია შესრულდეს", - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა მარტინ შუეპმა. 

მან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system