თავში

წითელი ჯვარი იდლიბში დაშვებას ითხოვს

​წითელი ჯვარი იდლიბში დაშვებას ითხოვს
წითელი ჯვარი იდლიბში დაშვებას ითხოვს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იდლიბში სამხედრო კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, სამოქალაქო პირებისთვის უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყონ, რათა თავდასხმები აირიდონ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. წითელ ჯვარში მხარეებს ახსენებენ, რომ საავადმყოფოები, ბაზრები და სკოლები კანონითაა დაცული.

"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მხარეებს, მისცენ სამოქალაქო პირებს უფლება გადაინაცვლონ უსაფრთხო ადგილებში", - განაცხადა წითელი ჯვრის პრესსპიკერმა რუტ ჰეტერინგტონმა.

მისი თქმით, სამედიცინო მომსახურებისადმი და პირველადი მოხმარების ნივთებისადმი წვდომის შეზღუდვა იდლიბის მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ წვდომა და უსაფრთხოების გარანტიები, რათა ჩვენ ფრონტის ორივე მხარეს მყოფი ადამიანების საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ", - აღნიშნა ჰეტერინგტონმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system