თავში

წითელი ჯვარი: კლიმატის ცვლილება ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე COVID-19

წითელი ჯვარი: კლიმატის ცვლილება ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე COVID-19
წითელი ჯვარი: კლიმატის ცვლილება ბევრად უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე COVID-19

მსოფლიო ისეთივე სისწრაფით უნდა რეაგირებდეს კლიმატის ცვლილებებზე, როგორც კორონავირუსის კრიზისზე, რადგან გლობალური დათბობა უფრო დიდტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე COVID-19, - ამის შესახებ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის საზოგადოებების (IFRC) მიერ წარმოდგენილ ახალ ანგარიშშია აღნიშნული. ამის შესახებ NDTV წერს.

"რა თქმა უნდა, კორონავირუსი აქ არის, ის ჩვენს თვალწინ მოქმედებს ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე. ეს ძალიან, ძალიან სერიოზული კრიზისია, რომელსაც მსოფლიო ამჟამად განიცდის. პანდემიას მსოფლიოში 1.3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა კლიმატის ცვლილება უფრო მნიშვნელოვან და გრძელვადიან გავლენას მოახდენს ადამიანის სიცოცხლეზე და დედამიწაზე", - განაცხადა IFRC-ის გენერალურმა მდივანმა, ჯაგან ჩაპაგაინმა.

IFRC-ის გენერალური მდივნის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო დამაიმედებელი შედეგები არსებობს, რომ მალე COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთი ან რამდენიმე ვაქცინა გამოვა, სამწუხაროდ კლიმატის ცვლილებისთვის ვაქცინა არ არსებობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მოვლენები ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2019 წელს მსოფლიომ 308 ბუნებრივი კატასტროფა განიცადა - მათგან 77% კლიმატმა ან ამინდმა გამოიწვია, რის შედეგადაც 24 400 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ინფორმაციით, კლიმატისა და ამინდთან დაკავშირებული კატასტროფების რაოდენობა 1960-იანი წლებიდან მუდმივად მატულობს და გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თითქმის 35%-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system