თავში

წითელი ჯვარი: ვიეტნამს წყალდიდობისგან მომაკვდინებელი კატასტროფა ელოდება - PHOTO

წითელი ჯვარი: ვიეტნამს წყალდიდობისგან მომაკვდინებელი კატასტროფა ელოდება - PHOTO
წითელი ჯვარი: ვიეტნამს წყალდიდობისგან მომაკვდინებელი კატასტროფა ელოდება - PHOTO

წითელი ჯვრის განცხადებით, მილიონობით ადამიანი ვიეტნამში ორმაგ სასიკვდილო კატასტროფას განიცდის, ქვეყანა უკვე ებრძვის კორონავირუსს და მასშტაბურ წყალდიდობას. ამის შესახებ BBC წერს.

"ყველგან, სადაც გავიხედეთ, სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა წყლისგან ჩაძირულია, ეს დამანგრეველი წყალდიდობა ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ათწლეულების განმავლობაში გვინახავს", - ნათქვამია წითელი ჯვრის განცხადებაში.

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება და უფრო დიდი წვიმა, რაც შიშს იწვევს, რომ წყალდიდობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

"ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ხალხს დავეხმაროთ ნავით, საჰაერო და სახმელეთო გზით, მათ შორის საკვებით, უსაფრთხო წყლით და სხვა აუცილებელი ნივთებით", - დასძინა წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ წითელმა ჯვარმა ვიეტნამელების დასახმარებლად 325,000 აშშ დოლარი გამოყო.

შეგახსენებთ, ცენტრალურ რეგიონში ორი კვირაა გადაუღებლად წვიმს, რაც ძლიერი წყალდიდობისა და მეწყერის მიზეზი გახდა. ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა, კიდევ 27 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system