თავში

ციურიხის ზოოპარკში ვეფხვმა ქალი მოკლა

ციურიხის ზოოპარკში ვეფხვმა ქალი მოკლა
ციურიხის ზოოპარკში ვეფხვმა ქალი მოკლა

ციურიხის ზოოპარკში ამურის ვეფხვმა მომვლელი მოკლა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

სამაშველო ჯგუფმა ქალის გადარჩენა, რომელსაც 5 წლის ვეფხვი დაესხა თავს, ვერ შეძლო.

თავდასხმის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის. ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, გაურკეველია, თუ რატომ იმყოფებოდა ვოლიერში ქალი ვეფხვთან ერთად.

გარდაცვლილი 55 წლის ქალი ციურიხის ზოოპარკში სამუშაოდ დანიის ზოოპარკიდან რამდენიმე წლის წინ ჩავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system