თავში

"წლის ადამიანის“ ნომინაციაში გრეტა ტუნბერგი და დონალდ ტრამპი მოხვდნენ

"წლის ადამიანის“ ნომინაციაში გრეტა ტუნბერგი და დონალდ ტრამპი მოხვდნენ
წლის ადამიანის“ ნომინაციაში გრეტა ტუნბერგი და დონალდ ტრამპი მოხვდნენ

ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანის“ პრეტენდენტების სია წარმოადგინა. გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი.

Time-ის შორთ-ლისთში Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ნიუ-იორკი ყოფილი მერი რუდოლფ ჯულიანი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდენი, აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელი ქალი მეგან რაპინო, აშშ-ის დემოკრატი სენატორი ნენსი პელოსი, ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. სიაში ასევე არიან ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების მონაწილეები და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანონიმური ინფორმატორი, რომელმაც ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაახმაურა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაწყება მოჰყვა.

ჟურნალი უკვე 92 წელია "წლის ადამიანებს" ავლენს.

2018 წლის ადამიანად Time-მა სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან ჯამალ ჰაშოგი დაასახელა. ჰაშოგი, 2018 წლის შემოდგომაზე, სტამბულში მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system