თავში

წლის ფრინველი - ჩასუქებული თუთიყუში ინტერნეტს იპყრობს - VIDEO

წლის ფრინველი - ჩასუქებული თუთიყუში ინტერნეტს იპყრობს - VIDEO
წლის ფრინველი - ჩასუქებული თუთიყუში ინტერნეტს იპყრობს  - VIDEO

მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული პანდემიური და პოლიტიკური პროცესების ფონზე ავსტრალიაში სახალისო არჩევნები გამოცხადდა. ვინ მიიღებდა წლის ფრინველის ტიტულს, ინტერნეტმომხმარებელს კენჭისყრით უნდა გადაეწყვიტა. გაგიკვირდებათ და გაყალბების მცდელობაზე აქაც იყო საუბარი, როდესაც ასობით ხმა ერთი IP მისამართიდან მოდიოდა. მაგრამ საარჩევნო სისტემამ, სამართლიანობის სრული დაცვით, რეალური გამარჯვებული გამოავლინა, რომელიც ღამის თუთიყუში კაკაპო აღმოჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჩასუქებულმა, ცნობისმოყვარე და ხალისიანმა კაკაპომ რთულ და დაძაბულ ორთაბრძოლაში ალბატროსს მოუგო. მოცეკვავე კაკაპოს ვიდეომ ინტერნეტმომხმარებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და სოციალური ქსელები დაიპყრო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system