თავში

წლის თავსატეხი აშშ-ში - საიდან გაჩნდა და სად გაქრა იდუმალი მონოლითი

წლის თავსატეხი აშშ-ში - საიდან გაჩნდა და სად გაქრა იდუმალი მონოლითი
წლის თავსატეხი აშშ-ში - საიდან გაჩნდა და სად გაქრა იდუმალი მონოლითი

აშშ-ში, იუტას უდაბნოში მფრინავები ერთ დღეს ცხვრის პოპულაციის დათვლის მიზნით გეგმიურ ფრენას ახორციელებდნენ, როდესაც მოულოდნელად იდუმალი, 3-მეტრიანი მონოლითი იპოვეს.

მათი ვარაუდით, შესაძლოა, უცნაური ობიექტი NASA-ს ეკუთვნოდეს ან "ხელოვნების ახალი ტალღის" მხატვრის მიერ ყოფილიყოს შექმნილი, რომელიც "ფილმის "კოსმოსური ოდისეას" ფანია. სტენლი კუბრიკის მიერ 1968 წელს გადაღებულ ფილმში მაიმუნებმა უდაბნოში ლითონის მონოლითი აღმოაჩინეს, რომელიც იუტაში ნაპოვნს ძალიან ჰგავს.

კიდევ უფრო დამაბნეველი იქ ფაქტი აღმოჩნდა, რომ ობიექტი აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში გაქრა.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ამ საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ და სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებსაც კი თხზავენ.

თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ განხილვებს იუმორით პასუხობს.

ერთ-ერთი ასეთია ამერიკული ავიაკომპანია Southwest Airlines. საჰაერო გადამზიდავის წარმომადგენლებმა ობიექტი Photoshop- ში დაარედაქტირეს ისე, რომ ის აეროპორტის სარეგისტრაციო დახლების ნიშანს დაემსგავსა.

”უკაცრავად, მისი უკან დაბრუნება გვჭირდება”, - დაწერეს ავიაკომპანიის "Twitter-ზე".

ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, ავიაკომპანიამ უარყოფითი პასუხი გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system